ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფეხით მოსიარულე დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა – შემთხვევა თბილისში, ქერჩის ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიციისა და  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.