ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. 

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.