ამირან გამყრელიძე: დღევანდელი ეპიდსიტუაცია არ არის საგანგაშო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში არსებული დღევანდელი ეპიდსიტუაცია საგანგაშო არ არის და პანიკის საფუძველს არ იძლევა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა მნიშნველოვანია რომ მოქალაქეებმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციები დაიცვან.

„ჯანდაცვის სექტორი მომზადებულია და ადვილად აუვა 12-13-14 და 20 ახალ შემთხვევას, მაგრამ რთული იქნება, თუ ყოველდღიურად დაფიქსირდა 50-70 შემთხვევა. მაშინ უნდა ვიფიქროთ ზოგიერთი ღონისძიების გამკაცრებაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 864 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 703 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 კი – გარდაიცვალა.