დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 3 ახალი შემთხვევის დაინფიცირების წყარო ცნობილია.
მისივე ინფორმაციით, დღეს კორონავირუსზე 1500-მდე ტესტი ჩატარდა და თუ ინფექცია ქვეყანაში ამ ინტენსივობით განვითარდა ჩვენ ,,დიდი საშიშროება არ გველის”.
,,საერთო მდგომარეობა კონტროლირებადია, დღეს კიდევ 3 ახალი შემთხვევაა, ყველას წყარო ვიცით. ორი დაკავშირებულია ტრაილერის მძღოლებთან და ერთი კარანტინში იყო იდენტიფიცირებული. ასეთი ერთეული შემთხვევები ჯანდაცვის სისტემისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, გამოჯანმრთელების პროცენტი არის 85%. გრძელდება ინტენსიური ტესტირება დღესაც ჩატარებულია დაახლოებით 1500 ტესტი. თუ ყველა რეკომენდაციას დავიცავთ, რასაც მოვუწოდებთ მოსახლეობას და ამ ინტენსივობით განვითარდა ინფექცია ქვეყანაში ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდი საშიშროება არ გველის”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.