დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ტესტირებაზე მომუშავე რამდენიმე ლაბორატორიამ ინფიცირებულ პირს კორონავირუსი ვერ დაუდგინა.
გამყრელიძის თქმით, იმისათვის, რომ ინფიცირების შემთხვევები ზუსტად დადგინდეს, “გარე კონტროლის” სისტემა აამუშავეს.
“რამდენიმე შემთხვევა აღმოჩნდა ზოგიერთ ლაბორატორიაში გაპარული – როცა გადამოწმდა, აღმოჩნდნენ “არადადებითები” და დაუყოვნებლივ გადაყვანილები იქნენ”, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემაც ისაუბრა. როგორც იმნაძემ აღნიშნა, კორონავირუსთან თანაცხოვრებას თუ გავაგრძელებთ ისე, როგორც დღეს ვაგრძელებთ აბსოლუტური უმრავლესობა, მეორე ტალღა ძალიან შორის იქნება.
ჩვენ შემთხვევაში, კორონავირუსთან თანაცხოვრებას თუ გავაგრძელებთ ისე, როგორც დღეს ვაგრძელებთ აბსოლუტური უმრავლესობა, სამწუხაროდ ყველა არა, ეს მეორე ტალღა იქნება ძალიან შორის. თუ არ გავაგრძელებთ კორონავირუსთან ისევე კარგად მოქცვევას, როგორც ჯერჯერობით ვიქცევით, იქნება უფრო ახლოს“, – განაცხადა იმნაძემ.