იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დაუშვებელია ვინმე რურუასა და საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას შორის ტოლობის ნიშანი დაისვას.
„რაც შეეხება ამ პარტიების კეკლუცობას კონკრეტულ პირთან მიმართებაში, რომ მათ სურთ მისი გათავისუფლება. რურუას გათავისუფლება შეთანხმების საგანი არც ყოფილა და ვერც იქნებოდა. დაუშვებელია, ვინმე რურუასა და საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას შორის ტოლობის ნიშანი დაისვას.
ოხანაშვილის განმარტებით, შეთანხმება, რომელიც მათსა და საერთაშორისო პარტნიორების უშუალო ჩართულობით და მონაწილეობით შედგა, დაცული და სრულად შესრულებულია.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე და მესამე მოსმენაზეც “ქართული ოცნების ” გუნდისგან სრული მხარდაჭერა ექნება.