რუსთავში, ასლანიკაშვილის ხეივანში არსებულ დაზიანებულ საქანელებს “რუსთავსერვისცენტრი” შეაკეთებს. ტერიტორიაზე, სამუშაოები უკვე დაწყებულია და უახლოეს დროში დასრულდება.
ასლანიკაშვილის სკვერში არსებული საბავშო გასართობი სივრცე, რამდენიმე თვის წინ ,არასამთავრობო ორგანიზაცია “ორბელიანმა” მოაწყო, თუმცა, ვანდალური ქმედების გამო, საბავშვო ინფრასტრუქტურამ პირვანდელი სახე დაკარგა.
სამოქალაქო აქტივისტებმა რეკრეაციულ სივრცეში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია TV4-ს მიაწოდეს, საკითხის გაშუქების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაცია “მტევანმა” სივრცის კეთილმოწყობის მზაობა გამოთქვა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების შედეგად, დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთებას “რუსთავსერვიცენტრი” უზრუნველყოფს.