რუსთავში, ასლანიკაშვილის ხეივანში არსებულ დაზიანებულ საქანელებს “რუსთავსერვისცენტრი” შეაკეთებს. ტერიტორიაზე, სამუშაოები უკვე დაწყებულია და უახლოეს დროში დასრულდება.
სამოქალაქო აქტივისტებმა რეკრეაციულ სივრცეში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია TV4-ს მიაწოდეს, საკითხის გაშუქების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაცია “მტევანმა” სივრცის კეთილმოწყობის მზაობა გამოთქვა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების შედეგად, დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთებას “რუსთავსერვიცენტრი” უზრუნველყოფს.