აფეთქება თევზის ბაზარში-ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან

ადგილობრივების ინფორმაციით, ბათუმში, თევზის ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე “თევზის კაფეში” აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

როგორც ისინი აცხადებენ, აფეთქება დილის 06:00 საათზე, კაფის სამზარეულოს ნაწილში მოხდა.

შემთხვევის შედეგად ერთი მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა.

 

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. ტერიტორია სპეციალური ლენტითაა შემოსაზღვრული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.