აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ენგურის ხიდს სამი დღით გახსნის

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ენგურის ხიდს სამი დღით გახსნის. ინფორმაციას ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე წ. უშიშროების სამსახური აქვეყნებს.

22 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით გადაადგილება დროებით ნებადართული იქნება იმ პირებისთვის, ვინც ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობენ და ამჟამად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

საკონტროლო-გამშვები პუნქტი 09:00 საათიდან 19:00 საათამდე იმუშავებს. ყველა ის ადამიანი, ვინც გადავა ოკუპირებულ აფხაზეთში, ვალდებული იქნება, გაიაროს სამედიცინო შემოწმება.