იდეების კონკურსი-ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო

 რუსთავში ტერიტორიული მართვის ორგანოების მიხედვით საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გეგი ლიპარტელიანი ახალგაზრდებს შეხვდა და მათ ცენტრის მიერ ინიცირებული იდეების კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

იდეების კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ რუსთაველს შეუძლია. კონკურსი რამდენიმე ეტაპს მოიცავს და საუკეთესო იდეების ავტორებს შანსი ეძლევათ  ტრენინგი  გაიარონ  და პროექტების წერა ისწავლონ. გამარჯვებული პროექტის ავტორი ცენტრის საქმიანობას სამი თვით შეუერთდება და პროექტი სრულად დაუფინანსდება.კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია ახალაგაზრდობის ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მითითებულ ბმულზე უნდა გაიარონ