ახლადრეაბილიტირებულ კოსტავას გამზირზე, რუსთავის მუნიციპალიტეტის ინიციატივით და კერძო სექტორის მხარდაჭერით , გამწვანების აქცია ჩატარდა. კოსტავას გაგრძელებაზე 10 ძირი უნგრული ცაცხვის ხე დაირგო. სამუშაოები რუსთავის მერიის “რუსთავ სერვისცენტრმა” განახორციელა.
ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქუჩის რეაბილიტაცია გასული წლის ნოემბერში დაიწყო.სამუშაოები დასრულების ფაზაშია, მიმდინარეობს შუაგამყოფი ზოლის, რეკრეაციული სივრცის, გამწვანება-კეთილმოწყობა.