ბაგებში სროლის შედეგად დაშავებული ორი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში აცხადებენ, რომ  ბაგებში მომხდარი სროლის შედეგად დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმების განცხადებით, ამ დროისთის დაშავებულებს ოპერაცია უტარდებათ.

ინფორმაციისთვის, თბილისში, ბაგებში ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან დღეს სროლა იყო, შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით: სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) დაიწყო.