ბათუმში მიკროავტობუსების მძღოლები მგზავრობის ღირებულების გაზრდას ითხოვენ

ბათუმში 100-მდე მიკროავტობუსის მძღოლი დღეს დილიდან გაიფიცა. პანდემიამდე, მერიასთან მგზავრობის შეთანხმებული ტარიფი ხელვაჩაურის მიმართულებით 50 თეთრი იყო, ახლა კი მძღოლები მგზავრობის ღირებულების 70 თეთრამდე გაზრდას ითხოვენ.

მძღოლები ასევე, იმ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომელის მიხედვითაც მგზავრებს ტრანსპორტით გადაადგილებისას ფეხზე დგომა ეკრძალებათ. ისინი აცხადებენ, რომ შემოსავლები შემცირებული აქვთ. გარდა ამისა, მძღოლები ვალდებულნი არიან, მიკროავტობუსებში ლუქი დაამაგრონ და ღია ფანჯრები მოაწესრიგონ.