ევროკავშირის გრანტის დაფინანსებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში, თამაზ სტეფანიას სახელობის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი უახლოეს დღეებში დასრულდება.
პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი სახლების ფასადები რეაბილიტირდა, მოეწყო ღობეები და თითოეული მოსახლის კარი განახლდა. პროექტის სრული ღირებულება 54 300 ლარს შეადგენს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტმა, პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, 2018 წელს ევროკავშირის გრანტი მოიპოვა. ევროკავშირის ფინანსური დახმარებით გასულ წელს თამაზ სტეფანიას სახელობის ძველ გერმანულ უბანში ქვაფენილი დაიგო, მოწესრიგდა საკანალიზაციო სისტემა, სანიაღვრე ქსელი და მოეწყო ტროტუარები.