ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანის მოსალეობას მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი შეხვდა.
გოგი მეშველიანის ცნობით, პროტოკოლის მიხედვით ადგილობრივებს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კვლავ მკაცრ საკარანტინე რეჟიმში მოუწევს ცხოვრება. აღნიშნული დროის შემდეგ გატარდება დამატებითი სამედიცინო ღონისძიებები, რისი შედეგების მიხედვითაც ეპიდემიოლოგები გასცემენ რეკომენდაციას იზოლაციისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ.
“შევხვდით, მოვისმინეთ მათი საჭიროებები და კიდევ ერთხელ გავაცანით თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს იმისათვის,რომ სოფელი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. ჩვენ, მოსახლეობა მაქსიმალური ყურადღების ქვეშ გვყავს , ვცდილობთ ზრუნვა არ მოვაკლოთ და ყველა საჭიროებაზე მოვახდინოთ დროული რეაგირება, უახლოეს პერიოდში კვლავ ვგეგმავთ სოციალური აქციის გამართვას. სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა და მას მერე მოქმედებს მკაცრი კარანტინი. დასახლებაში ეპიდემიოლოგების მიერ მოსახლეობის გაფართოებული PCR ტესტირების შედეგად დაავადების ბოლო დადასტურებები 30 მაისს დაფიქსირდა.”,- წერს გოგი მეშვეკიანი სოციალურ ქსელში.