ბოლნისის სოფელ მუშევანში 25 ადამიანს გამოიკვლევენ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ეპიდემიოლოგიური კვლევები იწყება.

დღეს ეპიდემიოლოგები საკარანტინო ზონაში 25 ადამიანს გამოიკვლევენ. საკვლევი მასალები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

მუნიციპალიტეტის ცნობით, სოფელ გეტაში ჩატარებული კვლევის შედეგები შესაბამის უწყებებს უკვე გადაეგზავნათ და სოფლის გახსნის გადაწყვეტილებას ელოდებიან. გეტაში გუშინ 35 გამოკვლეული პირიდან კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

სოფლების გახსნის გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მოხდება.