ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ქვეშში მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო ,რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ინფორმაციას “რადიო მარნეული” ავრცელებს.