ბოლნისის ცენტრალური საავადმყოფოს მედპერსონალს და პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
როგორც ბოლნისის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა მამარდაშვილმა Tv4-ს განუცხადა, ადგილობრივმა სპეციალისტებმა, ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ 11 პირის საკვლევი მასალა გადაგზავნეს.
11 პირს შორის ნაწილი სამედიცინო პერსონალი ,ხოლო ნაწილი კლინიკის ბენეფიციარები იყვნენ,რომელთა ტესტის პასუხი “კოვიდ 19″-ზე უარყოფითია.
ამასთან, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 192 შემთხვევაა დაფიქსირებული,საიდანაც 175 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.