ბოლნისიდან ლუგარის ლაბორატორიაში 33 პირის საკვლევი მასალა გადააგზავნეს.
როგორც ბოლნისის ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, 33 გამოსაკვლევი ნიმუშიდან , 31 საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალია, ორი კი ცენტრის პაციენტი.
“კოვიდ 19”-ზე ტესტის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
ბოლნისში ჯამში კორონავირუსის 190 დადასტურებული შემთხვევაა , საიდანაც 172 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.