ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 192-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში , მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, კორონავირუსი დაუდგინდა პირს,რომელიც საკრანტინო სივრცეში იმყოფებოდა. “კოვიდ 19″-ის ახალი შემთხვევა სოფელ მუშევანს უკავშირდება.
ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 192 შემთხვევაა დადასტურებული,175 გამოჯანმრთელდა ,ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.