ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგებმა, ეპიდსიტუაცის კონტროლის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების PCR ტესტირება განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეპიდემიოლოგებმა ტესტირება 19 პირს ჩაუტარეს. ბიოლოგიური ნიმუშები ლუგარის ცენტრში გადაიგზავნება, რომელთა პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. სოფელში ამ დრომდე კორონავირუსის 75 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.