ბოლნისში, სოფელ მუშევანში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

კერძოდ, როგორც Tv4-ს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, კოვიდინფიცირებული პირები,სოფელ მუშევანში ჩატარებული ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად, თვითიზოლაციასა და კარანტინში გადასული პირები არიან. აღნიშნული პირები მუშევანში ინფიცირებული პაციენტების კონტაქტები იყვნენ და მათ  კარანტინის ვადა ეწურებოდათ. გადამოწმების შედეგად კი,პირებს ვირუსული ინფექცია დაუდასტურდათ. 

ეპიდემიოლოგებმა სოფელ მუშევანში 20 საკვლევი მასალა ორი დღის წინ აიღეს, საიდანაც 4 დადებითი აღმოჩნდა, დანარჩენი კი უარყოფითი.