ბოლნისში, სოფელ ნახიდურში კარტოფილის სადისტრიბუციო პუნქტი გაიხსნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში კარტოფილის სადისტრიბუციო პუნქტი გაიხსნა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს სოფელ ნახიდურში კარტოფილის სადისტრიბუციო პუნქტი მოინახულეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სადისტრიბუციო პუნქტის საშუალებით, ადგილობრივი ფერმერები კარტოფილის ექსპორტზე გატანას შეძლებენ. პუნქტი უცხო ქვეყნის მოქალაქე ტრაილერის მძღოლებს მიიღებს, რომლებიც შემდგომ პროდუქციის საქართველოს საზღვრებს გარეთ გატანას უზრუნველყოფენ.

მათივე ცნობით, მძღოლები პროდუქტის რეალიზაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის აღებას ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით შეძლებენ.

სოფელ ნახიდურში სადისტრიბუციო პუნქტის გახსნა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გადაწყდა.