ბრაზილიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 30 830 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 30 830 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 645 771-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, ბრაზილიაში “კოვიდ19”-ს ბოლო 24 საათში 1 005 ადამიანი შეეწირა. ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ 35 000-ს გადააჭარბა.

ინფორმაციისთვის, „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის“ მონაცემების თანახმად, ორი დღის წინ ბრაზილიამ კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობით იტალიას გადაუსწრო და მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახდა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.