ბრიტანეთში ბოლო 24 საათში COVID19-ს 176 ადამიანი ემსხვერპლა

“ბიბისის” ინფორმაციით, ბრიტანეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს 176 ადამიანი ემსხვერპლა. სულ ქვეყანაში “კოვიდ19”-ის შედეგად 39 904 ადამიანი გარდაიცვალა.

ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ 4 ივნისის მდგომარეობით, 220 000-ზე მეტი ტესტი ჩატარდა. ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამცავი ნიღბის ტარება სავალდებულო იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქე მგზავრობას ვერ შეძლებს და დაჯარიმდება.