დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო 24 საათის განმავლობაში 204-ით გაიზარდა. ქვეყანაში COVID19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 40 465 შეადგინა.
დიდ ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 1 557 ადამიანს დაუდასტურდა. სულ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 284 868 შემთხვევა გამოვლინდა.
დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს აშშ-ის, ბრაზილიისა და რუსეთის შემდეგ. მსხვერპლთა მაჩვენებლით კი, ბრიტანეთს მხოლოდ აშშ უსწრებს.