საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სამძებრო სამუშაოების გამო, ზაჰესის დამბის გახსნა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვა იგეგმება, რის გამოც, უწყება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოებისთვის, 20 ივნისს 17:00 საათიდან
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს გამოიჩინონ სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით,” – ნათქვამია საგანგებო სიტიუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტიუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოჯახმა 19 ივნისს მიმართა.
“19 ივნისს, დაახლოებით, 11:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ მიმართა. პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება. ნარეკვავის დასახლებაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება მათ შორის მდინარე არაგვსა და მტკვარზე. ღონისძიებაში ჩართული არიან განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველები და მყვინთავები. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 60 მაშველი და 6 მყვინთავი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.