დადიან თუ არა მიმდინარე სეზონზე ექსკურსიებზე რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეები?!

აკრძალულია  თუ არა კლასის ორგანიზებით ექსკურსიაზე წასვლა და თუ არა, როდიდან  იქნება შესაძლებელი– კითხვა მიმდინარე სეზონზე განსაკუთრებით  აქტუალურია. 

Tv4-მა საკითხის გარკვევა სკოლის დირექტორებთან სცადა. როგორც რუსთავის საჯარო სკოლების ხელმძღვანელი პირები ამბობენ, კონკრეტული რეგულაცია აკრძალვასთან დაკავშირებით არ მიუღიათ,თუმცა ექსკურსიაზე წასვლა რეკომენდირებული არ არის. 

როგორც ირკვევა, სკოლებისთვის ექსკურსიების ორგანიზატორ მშობლებს ან პედაგოგებს, ექსკურსიაზე წასვლის ნებართვის მოთხოვნით არ მიუმართავთ. ფაქტს, რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრშიც ადასტურებენ. რესურცენტრში არცერთი სკოლისგან ცნობა, ექსკურსიაზე წასვლის შესახებ არ შესულა.

რუსთავის N24 ქართული გიმნაზიის დირექტორი მანანა გოგოლაძე Tv4-თან ამბობს,რომ სკოლას კონკრეტული მითითება ამ მიმართულებით არ მიუღია, თუმცა ექსკურსიაზე წასვლა რეკომენდირებული არ არის.

“აკრძალული არ არის,თუმცა ჩემი პოზიციაა  და რეკომენდაციებიც შესაბამისია,რომ არ არის რეკომენდირებული. როგორც ჩანს, ამას ჩვენი მშობლები და მოსწავლეებიც იაზრებენ და არცერთი განცხადება ექსკურსიაზე წასვლის შესახებ ჩემთან არ დრომდე არ შემოსულა”-აცხადებს მანანა გოგოლაძე

რუსთავის N4 საჯარო სკოლის დირექტორის,მამუკა ხამხაძის განცხადებით, სკოლას მითითება არ მიუღია,თუმცა დღეს არსებული პირობების გათვალისწინებით, ექსკურსია რთულად განსახორციელებელია. 

“არ არის ამ ეტაპისთვის რეკომენდირებული,როცა მაგალითად ტრანსპორტში უნდა იჯდეს პირბადით ბავშვი ,ახლოს ვერ უნდა იურთიერთოს,ამ პირობებში არ არსებობს თავისუფალი გარემო ფაქტორები და ექსკურსია რთულად განსახორციელებელია. ვფიქრობ,რომ სწორად გაიგო ყველამ და არც არის მცდელობები”-აცხადებს მამუკა ხამხაძე.