ქუთაისში, სამაშველო ჯგუფმა 55 წლამდე მამაკაცის ცხედარი მდინარე რიონიდან ამოიყვანა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 24 ივნისს შევიდა, რის შემდეგაც სამძებრო სამუშაოები დაიწყო.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი იყვნენ მყვინთავები.