დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ გადაწყვეტილება 27 მაისს კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
მგზავრებს ტრანსპორტში მგზავრობისას რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. მათ შორის მთავარი რეკომენდაციაა, რომ მგზავრებმა ატარონ პირბადე.
ინფომრაციისთვის, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის პანდემიის გამო, საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვები 23 მარტს დაწესდა.