როგორი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში – გთავაზობთ უახლეს სტატისტიკას.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სომხეთში კორონავირუსი 560 ადამიანს დაუდასტურდა, 18 კი ვირუსს ემსხვერპლა. ქვეყანაში ვირუსის სულ 20 268 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 350 ინფიცირებული, 9 002-მა ადამიანმა კი კორონავირუსი დაამარცხა.
უკრაინაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 681 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა – 10 ადამიანი. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 37 241 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 1 012 ადამიანი, 16 642-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.
რუსეთში, 22 ივნისის მონაცემებით, კორონავირუსის 7 600 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 592 280-ს მიღწია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 95 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 8 206-ს აღწევს. ამასთან, 344 416 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში, კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 4,950-ს აღწევს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1412-ით, რეკორდულად გაიზარდა და ახლა 160,240-ს აღწევს. თურქეთში ინფიცირების 187,685 შემთხვევაა დაფიქსირებული.
აზერბაიჯანში კიდევ 6 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, 491 ადამიანს კი ვირუსი დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში ინფიცირების 12 729 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაიცვალა – 154 ადამიანი, 6 799-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.
ინფორმაციისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა. დაღუპულთა რაოდენობამ 470 703-ს მიაღწია, ვირუსისგან კი დღემდე 4 838 359 ადამიანი განიკურნა.