ე.წ ალდაგის სამარშრუტო ხაზის მიკროავტობუსებმა მუშაობა განაახლეს

 რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავმა  მიკროავტობუსების ნაწილმა მუშაობა განაახლა. მგზავრთა გადაყვანის პროცესი განაახლეს  ე.წ ალდაგის ლოტზე (აჭარის მიმართულებით) მოძრავმა მიკროავტობუსებმა. ინფორმაციას TV4-ს კომპანია “ინტერტრანსში” უდასტურებენ. 

პროტესტის მიუხედავად, მიკროავტობუსების მძღოლებს იმ ყოველდღიური შენატანის გადახდა მოუწევთ, რომლის დაკლებასაც მგზავრთა სიმცირის გამო კომპანიაში დასაქმებულები ითხოვდნენ.