ე.წ ალდაგის ხაზის შეჩერების გამო, რუსთაველები ქალაქში დაბრუნებას ვერ ახერხებენ

რუსთაველები დედაქალაქიდან დაბრუნებას ვერ ახერხებენ. მიზეზი რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების, კერძოდ ე.წ ალდაგის ლოტის გაჩერებაა. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიკროავტობუსს ქალაქში დასაბრუნებლად ათობით რუსთაველი ელოდება.

შეგახსენებთ, დღეს რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავმა მიკროავტობუსების ნაწილმა მუშაობა , კომპანიის გადაწყვეტილებით შეაჩერა. მიზეზი, კომპანიისთვის მძღოლების მიერ ყოველდღიური გადასახადი გახდა.