ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძის ინფორმაციით, დამწვარია 4000 კვადრატამდე სასაწყობე ჯიხურები.
მისივე თქმით, უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე 3 სახანძრო ავტოცისტენა რჩება.
„აბსოლუტურად ყველა კერაზე თავიდანვე იყვნენ მისულები მეხანძრე-მაშველები, სადაც საჭირო იყო, მუშაობდნენ. რამდენიმე კერა იყო. რაც შეეხება მოვაჭრეების ტერიტორიაზე შეშვებას, როდესაც დამთავრდება საგამოძიებო სამუშაოები, ისინი შესვლას შეძლებენ“,- განაცხადა ოთარ კერესელიძემ.