საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ვარკეთილის სპეცოპერაცია დასრულდა და პირი, რომელიც უმისამართოდ ისროდა, პოლიციას ჩაბარდა.
„მოლაპარაკებების შედეგად, აღნიშნულმა პიროვნებამ დატოვა საცხოვრებელი სახლი. ჩაგვბარდა, ჩვენთან არის, უსაფრთხოდ არის. არავინ დაშავებულა, ამ ეტაპზე უტარდება სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული პირი ძლიერ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ვიზუალურად რაც ეტყობოდა, იყო ნასვამ მდგომარეობაში.
ჩვენ მასთან ვაწარმოებდით რამდენიმესაათიან მოლაპარაკებას, რის შემდეგაც მიიღო გადაწყვეტილება და უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ სახლიდან და არავის საფრთხე არ ემუქრება. არავინ დაშავებულა. საგამოძიებო მოქმედების შედეგად დეტალები დაზუსტდება“, – განაცხადა სირაძემ.
შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში შუამთის ქუჩაზე სპეცრაზმი და პოლიცია იყო მობილიზებული. ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა კაცი იყო ჩაკეტილი. კაცს თან აქვს იარაღი ჰქონდა, საიდანაც მან რამდენჯერმე გაისროლა.