ვარკეთილში ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია -მიმდინარეობს ჩაქრობითი სამუშაოები

UPDATE: ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრისას პოლიციელი მსუბუქად დაშავდა, ერთ მოქალაქეს კი, საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. 

ვარკეთილში ხანძრი ლოკალიზებულია და ამ დროისთვის ხანძრის გავრცელების საფრთხე აღარ არის, ამის შესახებ განცხადება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ გააკეთა.

მისვე თქმით, 1000 კვ.მ. ფართობია დამწვარი და ამ დროისთვის, ხანძრის კიდევ გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის ჩასაქრობას 25 სამაშველო ჯგუფი ცდილობს. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები რუსთავიდანაც მობილიზდა.

„ვარკეთილში, ბაზრობაზე მობილებზებულია 25 სახანძრო. დამატებით ჯგუფები რუსთავიდან და წყნეთიდან მოემართება. არის დიდი ფართობი, თუმცა ძალიან დიდი გართულება ამ ეტაპზე არ არის. დაშავებულებზე ამ დროისთვის ინფორმაცია არ გვაქვს“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ოთარ კერესელიძემ.