თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა. მომხდარის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ არასრულწლოვანს დაბეჟილობა და ნაკაწრები აღენიშნება, დანარჩენებს კი – ქვედა კიდურების მოტეხილობები.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.