თბილისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად სახლი მთალიანად დაიწვა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მათივე ცნობით, ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ორმა პირმა მსუბუქი დამწვრობა მიიღო.