თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ყვავი რამდენიმე ადამიანს დაესხა თავს. დაშავებულები “ნიუ ჰოსპიტლსში” გადაიყვანეს. კლინიკაში აცხადებენ რომ პაციენტებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ და მათ სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვეს.
“5 პირს დააცხრა ყვავი. მათ მიიღეს მსუბუქი დაზიანებები. ჩვენს კლინიკაში გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მათი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და გაწერილები არიან ბინაზე”, – განაცხადეს “ნიუ ჰოსპიტალსში“.