თეთრიწყაროში კოვიდინფიცირებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა,-ამის შესახებ Tv4-ს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. 

თეთრიწყაროში  კორონავირუსის 55 შემთხვევა ფიქსირდებოდა. მუნიციპალიტეტის ცნობით,  ​ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 1, ხოლო კარანტინში 27 მოქალაქე იმყოფება.

მუნიციპალიტეტში  თერმოსკრინინგის მესამე ეტაპი მიმდინარეობს.