თეთრიწყაროს ადმინისტრაციულ ცენტრში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი სავარაუდოდ, 4 ივნისს მოიხსნება. ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თეთრიწყაროში ინფიცირების ბოლო შემთხვევა 21 მაისს დაფიქსირდა.
“თეთრიწყაროში ბოლო დადასტურებული შემთხვევა იყო 21 მაისს. 21 მაისიდან 2 კვირიანი საინკუბაციო ვადა იწურება 4 ივნისს. ჩენ ვთქვით რომ ორშაბათის კვირაში აუცილებლად იქნებოდა გადაწყვეტილება მიღებული და თუ ასე გაგრძელდა სავარაუდოდ, ხუთშაბათს თეთრიწყაროში შეზღდვები მოიხსნება ” – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
შეგახსენებთ, თეთრიწყაროს ადმინისტრაციული ცენტრი 26 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა გამოცხადდა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების სულ 55 შემთხვევა გამოვლინდა.
ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვემო ქართლში📣📢ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვემო ქართლში📢როდის გაიხსნება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი?!📢მარნეულის ახალი შემთხვევები📢ვითარება ბოლნისის სოფელ მუშევანსა და გეტაში 📢Tv4-თან კომენტარს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი აკეთებს
Geplaatst door TV4.ge op Maandag 1 juni 2020