თურქეთში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ძლიერი ბიძგები ბათუმშიც იგრძნობოდა. რყევა დაახლოებით 30 წამი გაგრძელდა.
თურქეთში მიწისძვრა თბილისის დროით 18:24 საათზე დაფიქსირდა.
UPDATE: თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრა თურქეთის აღმოსავლეთით, ბინგოლის პროვინციაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა