იზრდება თუ არა რუსთავის კერძო მიკროავტობუსებში მგზავრობის ტარიფი?!

გაიზრდება თუ არა რუსთავის კერძო მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური?! – სოციალურ ქსელში ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანმახად რუსთავის კერძო მიკროავტობუსებით მგზავრობის ტარიფი 1-ლი ივლისიდან 50-დან 70 თეთრამდე იზრდება. TV4-მა აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა.

როგორც TV4-ს რუსთავის მერიაში განუცხადეს, შიდასაქალაქო ტრანსპორტზე მგზავრობის ტარიფი რეგულირებადია და მას ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო, საკრებულო ამტკიცებს.

მათივე ცნობით, საკითხი არ განიხილება და ფასის თვითნებურად გაზრდის შემთხვევაში, თვითმმართველობა კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიიღებს.