ინფორმაცია 20 ივნისს თბილისის ჩაკეტვასთან დაკავშირებით,  სიმართლეს არ შეესაბამება  

სამთავრობო ორგანიზაცია მთავრობის სტრატკომის მიერ გავრცელებული განვხადების თანახმად, გავრცელებული ინფორმაცია 20 ივნისს თბილისის ხელმეორე ჩაკეტვასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სიმართლეს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში არსებული ამჟამინდელი ეპიდსიტუაცია არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ თბილისი ან რომელიმე სხვა ქალაქი ჩაიკეტება.

“სხვადასხვა მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია 20 ივნისს ქალაქ თბილისის ხელმეორე ჩაკეტვასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს გარკვეული ჯგუფების მიერ საზოგადოების სიცრუეში შეყვანას.

ქვეყანაში არსებული ამჟამინდელი ეპიდსიტუაცია არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ თბილისი ან რომელიმე სხვა ქალაქი ჩაიკეტება,” – აღნიშნულია განცხადებაში.