არაა გამორიცხული საკარანტინო ზონაში დაემატოს სპეციალური უბნები, რომ კარანტინში მყოფ მოქალაქეებს საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვის საშუალება მიეცეთ, – ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
როგორც კობახიძემ განმარტა, ეს ყველაფერი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა გადაწყვიტოს.
„შეიძლება ცესკო-მ მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამის სივრცეში სპეციალური საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, მაგალითად თუ არის სადმე სასტუმროში საკარანტინო სივრცე, იქ შეიძლება ცალკე შეიქმნას კომისია, ცალკე ჩატარდეს არჩევნები, ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.