იტალიაში, მაგლიანას დასახლებაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Romatoday ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 35 წლის მამაკაცი პოლიციამ ერთ-ერთი სახლის ძარცვის დროს დააკავა. როგორც იტალიური მედია იუწყება, დაკავებული ბინების გაქურდვის გამო ადრეც იძებნებოდა.