მარინა ეზუგბაია – კორონავირუსი სომხეთიდან შემოსულ ორ მოქალაქეს დაუდასტურდა

კორონავირუსის  ორი ახალი შემთხვევა სომხეთიდან შემოსულ სატვირთო ავტომანქანის მძღოლებს უკავშირდება, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. 

„სომხეთიდან შემოსულები არიან, ტესტირება ჩაუტარდათ საქართველოში. ერთი ჩვენთან ვინც მოთავსდა, სომხეთის მოქალაქეა, მეორე ალბათ საქართველოს მოქალაქეა. ჩვენთან შემოვიდა მხოლოდ ერთი პაციენტი. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ჩვენგან ორი პაციენტი გაეწერა, თუმცა ეს არ არის ჯერ ასახული, იმიტომ, რომ დღეს დილას მოხდება ამ პაციენტების გაწერა. ამ ეტაპზე დაგვრჩება 23 დადასტურებული პაციენტი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.