თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთს უკავშირდება.
არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი გუშინ დადასტურებული ოჯახის კიდევ ორ წევრს დაუდგინდა. კოვიდინფიცირებულები არასრულწლოვნები არიან.
„საქართველოში გვყავდა 794 დადასტურებული შემთხვევა, შემოგვემატა მხოლოდ ორი დადასტურებული შემთხვევა და გვყავს 796 პაციენტი დადასტურებული. გამოჯანმრთელებული გაიზარდა ათით და ამჟამად გვყავს 634 გამოჯანმრთელბული. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ 80 პროცენტს მიაღწია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 150 პაციენტი მკურნალობს.