კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა სატვირთო ავტომანქანის მძღოლებს უკავშირდება

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ორივე ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია, ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. 

მისივე განმარტებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

„ორივე დადასტურებული შემთხვევის წყარო ცნობილია, ეს გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლები, შემოტანილი შემთხვევებია ორივე“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.